ლეტი იორგენ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა იორგენ ლეტი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იორგენ ლეტი

იორგენ ლეტი – (დაიბადა 1937 წლის 14 ივნისს ქ. ორჰუსში, დანია) – დანიელი პოეტი და კინორეჟისორი, წამყვან ფიგურას წარმოადგენს ექსპერიმენტულ დოკუმენტურ კინოში. მისი ყველაზე უფრო ცნობილი ფილმებია „კვირადღე ჯოჯოხეთში“ (1977) და „სრულყოფილი ადამიანი“ (1967). ის საპროდუსერო კომპანია „Sunset Productions“- ის მფლობელია.

თავისი პირველი ფილმი გადაიღო 1963 წელს და მას მერე 40 სურათზე მეტი გადაიღო, რომელთა უმეტესობამ აღიარება მოიპოვა მთელ მსოფლიოში. იორგენ ლეტი არის კოპენჰაგენში დანიური ეროვნული კინოსკოლის პროფესორი. ლექციებს კითხულობდა ლოსანჟელესის, ბერქლის, ჰარვარდის უნივერსიტეტებში.

ფილმოგრაფია:

  • 1967 – „სრულყოფილი ადამიანი“
  • 1969 – „ოფელიას ყვავილები“
  • 1974 – „კლაუს რიფბერგი“
  • 1974 – „სიკეთე და ბოროტება“
  • 1977 – „კვირადღე ჯოჯოხეთში“
  • 1981 – „დააბიჯე სიჩუმეს“
  • 1983 – „ექსპრესი ჰაიტიზე“
  • 1986 – „ჩინური დღიური“
  • 1989 – „ჩანაწერები სიყვარულის შესახებ“
  • 1996 – „ჰაიტი სახელის გარეშე“
  • 2003 – „ხუთი დაბრკოლება“
  • 2005 – „ორხუსი“
  • 2010 – „მამაკაცი ეროტიკის ძებნაში“
  • 2015 – „პელოტა - II“

და სხვა.

ჯილდოები:

  • 1971 – ობერჰაუზენის მოკლემეტრ. ფილმების სკფ-ის მთავარი პრიზი
  • 1972 – თომას მანის პრემია
  • 1996 – დანიური კინოინსტიტუტის პრემია
  • 1997 – საფრანგეთის პრიზი კულტურული მოღვაწეობისთვის
  • 2004 – ოდენსეს სკფ-ს გრან-პრი
  • 2009 – საპატიო პრემია „ბოდილი“ მრავალწლიანი წვლილისთვის ხელოვნებაში

და სხვა.


წყარო

საუბრები კინორეჟისურაზე (ქრესტომათია) წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები