იოვანე მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იოვანე - მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი XII ს-ის 60-იანი წწ-დან 1179 წ-მდე. გიორგი III-ის თანამედროვე.

თამარის ისტორიკოსის ცნობით, 1161 წ. ანისისათვის ბრძოლის წინ გიორგი III-ს თანავაზირობდა იოვანე მწიგნობართუხუცესი და სუმბატ სვიმონ-ქმნილი (ორბელი). გამარჯვების შემდეგ გიორგი მეფემ მას გადასცა ძელი ცხოვრებისა. შესაძლოა, სწორედ ეს იოანე იგულისხმება აღარწინის ქართული წარწერის უსახელო მწიგნობართუხუცესში, რომელიც გიორგი III-სთან ერთად არის მოხსენიებული. როგორც ა. აბდალაძე ვარაუდობს, წარწერაში მათი ერთად მოხსენიება მოსახსენებლის დაწესებას უნდა გულისხმობდეს. ერემიანის აზრით, გიორგიმ კაენის ოლქი (რომელშიც აღარწინი შედიოდა), სამეფო დომენს მიუერთა და უშუალოდ მწიგნობარუხუცესის გამგებლობაში მოაქცია (აბდალაძე 2005: 78).


წყაროები და ლიტერატურა

ისტორიანი და აზმანი 1955: 7; აბდალაძე 2005: 75, 77.


წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები