თაბაშირიანი ბეტონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თაბაშირიანი ბეტონი − თაბაშირზე დამზადებული ბეტონი, რომელიც გამოიყენება შენობის შიგა ტიხრების, ჭერისა და კედლის შიგა შელესვისათვის. ამ ბეტონის სახესხვაობაა თაბაშირ-ცემენტიანი ბეტონი, რომელიც უფრო მეტად გამოიყენება (მცირესართულიანი სახლის კონსტრუქციები, სამშენებლო ბლოკები და სხვ.), რასაც განაპირობებს მისი მაღალი წყალმედეგობა.