ვაკასიუონაგატა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვაკასიუონაგატა – აქტიორული ამპლუა იაპონურ ტრადიციულ თეატრ კაბუკიში; ახალგაზრდა ქალების როლთა შემსრულებელი მსახიობი. დასაბამს იღებს XVII საუკუნეში. თეატრ ვაკასიუკაბუკიში ვაკასიუონაგატას პარტნიორი იყო ვაკასიუგატა. ვაკასიუონაგატას როლის შემსრულებელს ერთ-ერთი მთავარი ადგილი ეკავა დასში. ეს ამპლუა შენარჩუნებულია კაბუკის თანამედროვე თეატრშიც.