ვაზაგაშვილი გიორგი
გიორგი ვაზაგაშვილი — (დ. 19 აპრილი, 1974, სოფ. ფლავი, გორის რაიონი), ქართველი ძიუდოისტი (60 კგ, 66 კგ). 2000 წლის სიდნეის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, XXVI და XXVIII ოლიმპიური თამაშების (2000, სიდნეი და 2004, ათენი) მონაწილე, ევროპის ორგზის (1996, 97) ჩემპიონი, ვერცხლისა (1995) და ბრინჯაოს (1999) პრიზიორი. მსოფლიოს ვიცეჩემპიონი (1995) და ორგზის (1993, 97) ბრინჯაოს პრიზიორი. დსთ-ის ჩემპიონი (1992). თბილისის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული (1992, 93). საქართველოს 1995 წლის საუკეთესო სპორტსმენი. ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენების კავალერი. სამი ოლიმპიადის მონაწილე.
2000 წლის ოლიმპიური თამაშები
66 კგ, 35 მონაწილე
1.ჰუსეინ ოზკანი (თურქეთი)
2. ლარბი ბენბუდაუდი (საფრანგეთი)
3. ჯიროლამო ჯოვინაცო (იტალია)
3. გიორგი ვაზაგაშვილი (საქართველო)
I წრე წმინდად, მახრჩობელა ილეთით (2,29) დაამარცხა იორდანის არენსიბია (კუბა); II წრე იპონით (4,17) მოუგო პედრო კარავანას (პორტუგალია); III წრე იპონით (2,36) წააგო ჯიროლამო ჯოვინაცოსთან (იტალია); IV წრე
იპონით (1,36) სძლია ენრიკე გიმარაეშს (ბრაზილია); V წრე წმინდად (3,06) გაიმარჯვა ჰან ჯიჰვანთან (სამხ.კორეა); მესამე ადგილისათვის შეხვედრა წმინდად (4,17) მოუგო პატრიკ ვან კალკენს (ჰოლანდია).