დვაპარა-იუგა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დვაპარა-იუგა – ძველი ინდოელები კაცობრიობის ისტორიას ოთხ ხანად ჰყოფენ.
- პირველი ხანა იყო, „კრიტა-იუგა“ ანუ „ჭეშმარიტი ხანა“.
- მეორე ხანაში ტრეტა-იუგაში სამართლიანობა შემცირდა, ადამიანებს სიხარბე დაეუფლათ და საკუთარი ქონების დაგროვება.
- მესამე ხანაში, ეს იყო დვაპარა-იუგა, კიდევ უფრო დაეცა კაცობრიობა, მადლი განახევრდა ქვეყანაზე. მისი ხანგრძლივობა ორი ათას ღვთიურ წლამდე შემცირდა. ვერცხლი ბრინჯაოდ გადაიქცა, ძროხა ორ ფეხზე დგას.
- მეოთხე ხანა – კალი-იუგა, ანუ „შავი ხანა“, სხვანაირად „რკინის ხანა“. ქვეყნის მადლს ერთი მეოთხედიღა შერჩა. წარმოიშვა ადამიანთა შორის უთანასწორობა, გაჩნდნენ ძალზე მდიდრები და ძალზე ღარიბები.