დემოდექსი (პარაზიტი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დემოდექსი - (Demodex; ბერძნ. demoios ცხიმი + dexis მკვებავი) – ტკიპების გვარი; მიეკუთვნება Demodecidae-ს ოჯახს, Trombidiformes-ის ქვერაზმს, Acariformes-ის რაზმს.
Demodex bovis, Demodex canis, Demodex equis, Demodex ovis, Demodex phylloides და Demodex folliculorum – სახეობები, რომლებიც პარაზიტობენ, შესაბამისად, ძროხეულის, ძაღლის, ცხენის, ცხვრის, ღორისა და ადამიანის სხეულზე.