დეზინფლაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დეზინფლაცია - (desinflation) - ეკონომიკაში ფასების ზრდის ტემპის დაცემის ტენდენცია, ინფლაციის ტემპის შემცირება, რომლის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მაღალი უმუშევრობის ხარჯზე. დეზინფლაცია შეიძლება მიღწეულ იქნეს მოკლევადიან პერიოდში უმუშევრობის მნიშვნელოვანი ზრდით ან ხანგრძლივ პერიოდში უმუშევრობის შედარებით მოკრძალებული ზრდით.