გინიოლი (თოჯინა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გინიოლი

გინიოლი — (ფრანგ. guignol), ფრანგული თოჯინების თეატრის პერსონაჟი. განეკუთვნება ე.წ. „ხელით სატარებელ“ „თეჯირსზედა“ თოჯინების სახეობას.

გინიოლის ნიღაბი შექმნა ლიონის თოჯინების თეატრის დირექტორმა ლ. მურგემ მე-18 საუკუნის ბოლოს. იგი თავად იყო ავტორი პიესებისა გინიოლის მონაწილეობით. ეს პერსონაჟი იყო კომედიების, ვოდევილების და ფარსების მთავარი გმირი, გამოირჩეოდა სიცოცხლის ხალისით, მახვილგონივრულობით და ამასთანავე ერთგვარი ცინიზმითაც. როგორც ლიონელ შინამრეწველს შეეფერება, იგი ლაპარაკობდა ადგილობრივ დიალექტზე, ისევე როგორც მისი მუდმივი პარტნიორი ნიაფრონი. სპექტაკლები გინიოლის მონაწილეობით, აღსავსე იყო პოლიტიკური და ყოფითი სატირის ელემენტებით. გინიოლის ნიღაბი საფრანგეთში გახდა ისეთივე ტრადიციული და პოპულარული, როგორც პოლიშინელი იტალიაში, პეტრუშკა რუსეთში, ჰანსვურსტი და კაშპერლი გერმანიაში, კაშპარეკი ჩეხოსლოვაკიაში, პანჩი ინგლისში.

გინიოლის გამოჩენის შემდეგ, პოლიშინელი გაქრა ფრანგული სცენიდან


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები