გაუს-ოსტროგრადსკის და სტოქსის ფორმულა
გაუს-ოსტროგრადსკის და სტოქსის ფორმულა – გაუსის 1813 და 1830 წლების შრომებში მოყვანილია სამჯერადი ინტეგრალის გარდაქმნა ზედაპირულ ინტეგრალზე და ზედაპირულისა – მრუდწირულზე არა მარტო ზოგადი სახით, არამედ განსახილავი კონკრეტული ამოცანისათვის; მაგრამ ყველა გამოთვლა ისე დეტალურად არის ჩატარებული და ისეთი გეომეტრიული სიცხადით, რომ მათი განზოგადება რთული არ იყო. ზოგადი სახით ფორმულები გამოიყვანეს ოსტროგრადსკიმ (1826, გამოქვეყნდა 1831 წ.) და სტოქსმა (1854). თანაფარდობა სამჯერად და ზედაპირულ ინტეგრალებს შორის ცნობილი იყო პუასონისათვის (1828); იგი მას მრავალჯერ მიმართავდა, გამოთვლებს ყოველთვის თავიდან ატარებდა და არ სარგებლობდა მისი საშუალებით, როგორც ფორმულით. ფორმულა კვლავ აღმოჩენილ იქნა კრონეკერის (1869) და მაქსველის (1873) მიერ. მაქსველის წიგნის მეორე გამოცემაში (1881) აღნიშნულია ოსტროგრადსკის პრიორიტეტი, როგორც ჩანს პირველად.
იხილე აგრეთვე