ბუჩქისძირა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბუჩქისძირა – (Corydalis caucasica DC.); ოჯახი: შავთარასებრნი (Fumariaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ტუბერი სფეროსებურია, მკვრივი, პატარა ზომის. ღერო წვრილია, 10-25 სმ სიგრძისა, სწორად მდგომი, ძირითადად, მარტივი. 2-3 ფოთოლი რიგებად არის განლაგებული, გრძელყუნწიანი, 2-3 ნაწილად დაყოფილი, ფოთლის სეგმენტები ძირამდეა დაყოფილი სამ უკუკვერცხისებურ ნაკვთად ყვავილედი მტევანია. გვირგვინის გარეთა ფურცელი მეწამულ-იისფერია, შიგა ფურცელი ყვითელია ან გვირგვინი, საერთოდ, თეთრია. ყვ. ნაყ. IV-V. მცენარე გავრცელებულია მთის ქვედა და შუა სარტყლებში, ტყეებში, ბუჩქნარებსა და ტენიან ადგილებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ ლაფანყურის მიდამოებში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში სპორადულად.