ასათიანი ლევან გიორგის ძე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ასათიანი ლევან გიორგის ძე (?-?) - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სენატის წევრი. 1918 წლის დეკემბერში არჩეულ იქნა თბილისის მაზრის ხმოსნად. 1919 წლის 7 ოქტომბერს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს სენატის წევრად აირჩია, მოვალეობის შესრულებას 10 ოქტომბრიდან შეუდგა. მუშაობდა სამოქალაქო სამართლის საკასაციო დეპარტამენტის სენატორად.
სხვა ბიოგრაფიული მონაცემები უცნობია.
- ბექა ქანთარია.
ლიტერატურა
ბ. ქანთარია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სათავეებთან (1919-1921). თბ., 2004.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი