არიკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
არიკი – ქართლის (იბერიის) მეფე ძვ.წ. II საუკუნის I ნახევარში. ლეონტი მროველის მიხედვით მის დროს ქართლის სამეფოს შემოესია სპარსელთა ლაშქარი და ააოხრა ქვეყანა.
ისტორიოგრაფიაში არსებობს მოსაზრება, რომ ქართული წყაროების არიკ/არტაგი არის ბერძნული წყაროების არტოკ/არტაგი (ს. გიორგაძე, პ. ინგოროყვა)