ლოსკუტოვი ანდრია
ლოსკუტოვი ანდრია ვასილის ძე - (1892, ქ. თბილისი - 29.XI.1937, თბილისი) - სოციალ-დემოკრატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.
სარჩევი |
ბიოგრაფია
დაიბადა თბილისში მცხოვრები რუსი ეროვნების მოქალაქეთა ოჯახში, ადრეული ასაკიდან შეუერთდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიას, იყო მენშევიკური ფრაქციის წევრი, აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან.
დამოუკიდებლობის პერიოდში ჩართული იყო სახელმწიფოებრივ საქმიანობაში. 1919 წლის თებერვალში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად, შედიოდა შრომის კომისიაში.
საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. გაემიჯნა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებაში. 1923 მცირე ხნით იყო დაპატიმრებული. 1937 წლის ოქტომბერში დააპატიმრეს მავნებლობის ბრალდებით. ამავე წლის დეკემბრის ბოლოს დამნაშავედ ცნო ე.წ. „ტროიკამ“. დახვრიტეს თბილისში.
- ირაკლი ირემაძე
ლიტერატურა
- ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება, 1919, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, თბ., 2016;
- სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 108.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი