ამბალაგაგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ამბალაგაგ-ი - (ოს. Æмбæлæггаг), წარმატებული ნადირობიდან დაბრუნებული ოსი მონადირის მიერ პირველი შემხვედრისთვის მისაცემი ნადირის ხორცის ნაწილი.
ეპოსის მიხედვით, ნართებს მონადირის ამბალგაგი თავად აფსათმა დაუწესა: „შავი მთის ტყეში თუ ვინმემ ნადირი მოკლა, პირველივე შემხვედრს მარჯვენა ფეხი მისცეს, როგორც ამბალგაგი“, – ეუბნება აფსათი სოსლანს. თარეშიდან დაბრუნებული ოსები თავიანთი ნადავლიდან ამბალგაგს პირველივე შემხვედრს ჩუქნიდნენ.
ლიტერატურა
- Цаголов Г. М. Охотничий язык и обряды у осетин. Этнографические заметки // ТВ. 1895. № 53;
- Уарзиати В. С. О столике «фынг» и ритуальной пище осетин // ЛО. 1990. № 74;
- Цгоев Х. Ф. Словарь осетинской мифологии и уклада жизни. Владикавказ, 2015.