ალექსანდრიის შუქურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრიის შუქურის რეკონსტრუქცია

ალექსანდრიის შუქურა – (ინგლ. Lighthouse of Alexandria), მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთი; მდებარეობდა ქ. ალექსანდრიაში (ეგვიპტის არაბული რესპუბლიკა), აშენდა ძვ. წ. 279 წელს. მან ფუნქციონირება შეწყვიტა და თითქმის სრულიად დაინგრა მე-14 საუკუნეში მომხდარი ორიძლიერი მიწისძვრის შედეგად. მისი ნარჩენები ნაპოვნია მყვინთავების მიერ 1994 წელს, შემდეგ კი სატელიტური ფოტოებით შუქურის დანარჩენი ნაწილები აღმოაჩინეს.

შუქურა ნაგები იყო მარმარილოს ფილებით, სიმაღლე 150 მ აღწევდა. შუქურა შედგებოდა მარმარილოს სამი კოშკისგან. ქვედა, პირველი კოშკი, მართკუთხა ნაგებობა იყო და მასში ის ხალხი ცხოვრობდა, ვინც შუქურას ემსახურებოდა. მის ზემოთ იდგა შედარებით პატარა, რვაკუთხოვანი კოშკი, საიდანაც სპირალური კიბეებით მესამე კოშკში ადიოდნენ. ზედა კოშკს ცილინდრის ფორმა ჰქონდა. მის თავზე მუდმივად ენთო ცეცხლი, რომელიც ღამით გზას უნათებდა ხომალდებს. შუქურას თავზე აღმართული იყო ზევსის ქანდაკება. გაშლილი ზღვიდან შესაძლებელი იყო შუქურას დანახვა 50 კმ-ის მანძილიდანაც კი.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები