ალერტის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალერტის ეკლესია - ძველად ალერტის ეკლესია სოფელ გურძემში (სამეგრელო) ყოფილა აშენებული. ერთ მოხუცს სიზმარში წმიდა გიორგი გამოცხადებია და უთქვამს: „მე მოგიყვანთ ხარს, მერე დავკარგავ და, სადაც დაწოლილს იპოვნით, იქ ააშენეთ ტაძარიო.“ მალე სოფელ გურძემის ეკლესიაში აღმოჩნდა წითელი ხარი, მაგრამ უცბად გაუჩინარდა. ხალხმა ხარს ძებნა დაუწყო. ბოლოს იპოვეს სოფელ ალერტის უღრან ტყეში, სადაც ახლა ალერტის წმიდა გიორგის ეკლესია დგას. დაიწყეს გურძემის ეკლესიის შენება. რიგში ჩამდგარი ხალხი ქვებს ერთმანეთს აწოდებდა და ერთ დღეში დაუმთავრებიათ ამდენი ქვის გადმოზიდვა. ქვის პირველი მიმწოდებელი და ბოლო მიმღები მომკვდარან. ის წითელი ხარი დაუკლავთ და დიდი დღესასწაული გადაუხდიათ. შემდეგ ხალხს ბეგარად დაედო ერთი ხარის შეწირვა ყოველ წელს.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები