აზიმუტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აზიმუტი – (არაბული as-sumuti – გზები, მიმართულებები). მიწისზედა საგნის, ციური მნათობის მიმართულება, ორწახნაგოვანი კუთხე დამკვირვებლის წერტილის მერიდიანის სიბრტყესა და ვერტიკალურ სიბრტყეს შორის, რომელიც ამ წერტილსა და ხილულ ობიექტზე გადის. მერიდიანის სახეობის მიხედვით, რომლიდანაც ხდება კუთხის აზომვა. ასხვავებენ ჭეშმარიტ (ასტრონომიულ), გეოდეზიურ და მაგნიტურ აზიმუტს. აზიმუტი აითვლება შესაბამისი მერიდიანის ჩრდილოეთის მიმართულებიდან საათის ისრის მიმართულებით 0-დან 3600-მდე. აზიმუტს იყენებენ მიზანჩვენების, ადგილზე ორიენტირების, საარტილერიო სროლის მონაცემების მომზადებისთვის და სხვა.