ავეტისიანი ტიგრან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ავეტისიანი ტიგრან გიორგის ძე - (18.II.1893, თბილისი - 13.VIII.1938, კრასნოიარსკი) - უმაღლესი განათლებით იურისტი. იყო სომხური სარევოლუციო პარტიის „დაშნაკცუთიუნის“ წევრი, 1918 ეროვნულ საბჭოში შევიდა 13 სექტემბრის კანონით, ეროვნული უმცირესობებისათვის გამოყოფილი კვოტით. დამფუძნებელი კრების პირველი დამატებითი არჩევნების შემდეგ გახდა დამფუძნებელი კრების წევრი. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის შემუშავების პროცესში. საბჭოთა პერიოდში რამდენჯერმე იყო გადასახლებული და იქვე გარდაიცვალა.
- ნოდარ ჩხაიძე
ლიტერატურა
ცსსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 107-109.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი