ავადმყოფობის ფობია
ავადმყოფობის ფობია - ასეთი ფობიის დროს ადამიანს ხშირად აწუხებს შემაშფოთებელი აზრები იმის თაობაზე, რომ შეიძლება ავთვისებიანი სიმსივნე, ვენერიული დაავადება ან სხვა სერიოზული ავადმოყოფობა ჰქონდეს. ბოდვითი იდეების მქონე ადამიანებისაგან განსხვავებით ავადმყოფობის ფობიის მქონე ადამიანები აცნობიერებენ, რომ მათი აზრები ირაციონალურია (ყოველ შემთხვევაში მაშინ, როდესაც უშუალოდ ავადმყოფობაზე არ ფიქრობენ). უფრო მეტიც, ისინი არ უწევენ წინააღმდეგობას ასეთ აზრებს, როგორც ეს ობსესიური აზრების აღმოცენებისას ხდება. ზოგიერთი ადამიანი შეიძლება თავს არიდებდეს საავადმყოფოში მოხვედრას, მაგრამ, სხვა მხრივ, მათი შიში არ არის რომელიმე კონკრეტულ სიტუაციასთან დაკავშირებული. თუ პაციენტი დარწმუნებულია, რომ მას რაიმე დაავადება აქვს, ასეთი მდგომარეობა კლასიფიცირდება, როგორც იპოქონდრია, ხოლო თუ ის თვლის, რომ მისი აზრები ირაციონალურია და წინააღმდეგობას უწევს მათ - როგორც ობსესიურ-კომპულსური აშლილობა.