ადმირალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ადმირალი - (ჰოლანდიური - admiraal - ზღვის მბრძანებელი), წოდება სამხედრო-საზღვაო ძალებში, მეთაურთა შემადგენლობის უმაღლესი წოდება.
ევროპაში პირველად ეს წოდება გაჩნდა ვენეციასა და გენუაში XII საუკუნეში, მოგვიანებით – ინგლისში, ჰოლანდიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში.