ჰოოპუნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰოოპუნა – შეძახილი მომკელთა სიმღერაში. ჰოოპუნა სამკალი სიმღერების ზოგად სახელწოდებადაც არის მიჩნეული. სამკალად მოწვეული მუშები, მამითადი, კვლების მიხედვით ნაწილდებიან ყანაში; შუაში ჩამდგარი მეთაური „ჰოოპუნას“ წამოძახილით მკის დაწყების ნიშანს იძლევა, დანარჩენებიც იმეორებენ „ჰოპს“ და მღერიან ლექსს: „შენ ბიჭო აზამბარელო“. „ჰოპი“ და ლექს-სიმღერა მეორდება ოთხჯერ. ყოველი „ჰოპ-ის“ წარმოთქმისას მკელი ნამგალს გამოჰკრავს და ნამჯებს ახშირებს. ჰოოპუნა ერთხმიანი გუნდური სიმღერაა, აცხოველებს და ბარაქიანს ხდის შრომას.

გ. ჭელიძე


ლიტერატურა

  • დ. მაჩაბელი, ქართუელოა ზნეობა, ცისკარი, 1864, V, გვ. 56;
  • კ. ბიუხერი, Работа и ритм, 1921, გვ. 213;
  • თ. ოქროშიძე, ქართული ხალხური შრომის პოეზია, 1963, გვ. 82.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები