ჰიდროფობური პორტლანდცემენტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰიდროფობური პორტლანდცემენტიცემენტი, რომელიც შეიცავს 0,06-0,3% ჰიდროფობულ (წყალუკარება) დანამატს (საპონნავთი, ასიდოლი, ასიდოლ-საპონნავთი, ოლეინის მჟავა, ნავთობის მჟავები, კაჟბადორგანული პოლიმერები და სხვ.). ეს დანამატები ცემენტის მარცვლებზე წარმოქმნის თხელ (მონომოლეკულურ) აფსკს, რომელიც ამცირებს ელემენტის თვისებას – დასველდეს წყლით, შეიძინოს ტენი. ასეთი ცემენტი ტენიან გარემოშიც ინარჩუნებს აქტივობას და არ გუნდავდება, არევის დროს კი ეს აფსკი ცემენტის მარცვლებს ძვრება და ხელს არ უშლის ნორმალურ ჰიდრატაციას. ასეთი ცემენტები მეტად წყალმედეგი და წყალუჟონადია. სიმტკიცე პირველ დღეებში ნაკლები აქვთ, მაგრამ 28 დღეში მაინც იძენენ საპროექტო მარკას.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები