ჰეტეროფონია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჰეტეროფონია – მელოდიის ერთობლივი სიმღერა ან დაკვრა უნისონში, მრავალხმიანობის ელემენტების ეპიზოდური შერევით (გადახრა უნისონიდან).
ჰეტეროფონია წარმოიქმნება ერთობლივი სიმღერის, ან დაკვრის და მელოდიის ერთდროული შესრულების (მომღერლებისა და ინსტრუმენტალისტების მიერ) სხვადასხვა ფორმებში. ჰეტეროფონიის წარმოშობა შორეულ წარსულს უკავშირდება.