ჰერმენევტიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰერმენევტიკა – (ბერძნ. hermeneutike techne – განმარტების ხელოვნება), ლიტერატურული ძეგლების, ძველი ხელნაწერების, ძნელად დასაზუსტებელი ტექსტების (უფრო ხშირად, ძველი ტექსტების) განმარტების ტრადიცია და საშუალება, მათი ინტერპრეტაციის მეთოდი, რომლითაც ადგენენ მათ ნამდვილობას, სადაურობას, ისტორიას. წარმოიშვა როგორც ბიბლიის, ისე ძველბერძნული მითების განმარტების საფუძველზე. ჰერმენევტიკის ძირითადი მიზანია გაშიფროს ტექსტებში განთავსებული კოდები, გახსნას მათი შიდააზრი.

თეატრალურ ხელოვნებაში ტერმინი „ჰერმენევტიკა“ გულისხმობს ტექსტის ინტერპრეტაციას, ლიტერატურული პირველწყაროს შიდააზრის ამოცნობას ისტორიულ და ფსიქოლოგიურ კონტექსტში.

თეატრალური აქტი უშუალოდ დაკავშირებულია ჰერმენევტიკასთან არა მხოლოდ ტექსტის, არამედ გამოსახვის საშუალებების გაშიფრვის თვალსაზრისითაც და როგორც სპექტაკლის შემქმნელთა, ისე აღმქმელთა (მაყურებელი, კრიტიკოსები) მუდმივად თანმსდევი პროცესია.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები