ჰერლიან ცევრლხი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჰერლჲან ცევრლხ-ი (ყალ. Hерлян цеврлх – „სახლის განწმენდა“) – მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული ყალმუხური რიტუალი – „სახლის განათვლის“ წესი: დაკრძალვიდან მობრუნებული ჭირისუფალი სახლში შესვლამდე აუცილებლად იბანდა ხელს, კვამლზე გადაატარებდა და ხელისგულზე კარაქს წაისვამდა; შემდეგ შვრიის, ფეტვის ან ბრინჯის მარცვლებს თავზე გადაიყრიდა და მიმოაბნევდა იატაკზეც, სადაც მას გლოვის დამთავრებამდე ხელს არ ახლებდა.
ლიტერატურა
Бакаева Э. П., Гучинова Э.-Б. М. Погребальный обряд у калмыков в XVII-XX вв. // Советская этнография. 1988, № 4.