ჰერაკლე (ევრიპიდეს ტრაგედია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ჰერაკლე“ – ძველი ბერძენი დრამატურგის ევრიპიდეს ტრაგედია.

შურისძიებაში გასაოცარი დაუნდობლობით გამორჩეულ ჰერას მორიგ მსხვერპლზე მოგვითხრობს ევრიპიდესეული „ჰერაკლე“. როდესაც ჰერაკლე კერბეროსის დასამორჩილებლად ჰადესში ჩავიდა და კარგა ხნით დაიკარგა, ყველას დაღუპული ეგონა. თებეს ტირანმა, ლიკოსმა ჰერაკლეს ოჯახის ამოხოცვა გადაწყვიტა. ყველაზე კრიტიკულ მომენტში დაბრუნებული ჰერაკლე ოჯახს გადაარჩენს და ლიკოსსაც მოკლავს. სწორედ ამ დროს მოუვლენს ჰერა ზევსის ვაჟს სიგიჟეს. გონწართმეული, გაშმაგებული ჰერაკლე ცოლ-შვილს თავად კლავს, გონზე მოსული და ჩადენილით შეძრწუნებული თვითმკვლელობას გადაწყვეტს. ფინალში ჰერაკლეს თვითმკვლელობას მისი მეგობარი ათენის მეფე თესევსი გადააფიქრებინებს. საბოლოოდ, ჰერაკლე თესევსს ათენში მიჰყვება.

ცოლ-შვილის დახოცვის დრამატიზმს კიდევ უფრო ამძაფრებს ამბის წინაისტორია, – ჰერაკლეს გაუჩინარება, მამას მონატრებულ მცირეწლოვან ვაჟიშვილთა წუხილი, მოსიყვარულე ცოლის დარდი, შემდგომ კი ოჯახის უფროსის დაბრუნებით გამოწვეული უზომო სიხარული. ჯერ მხსნელად, შემდეგ კი მკვლელად მოვლენილი ჰერაკლეს ტრაგედია ღმერთების სამართლის იმედით ყოფნის სრულ აბსურდულობას ავლენს. თუმცა „ტროელი ქალებისგან“ განსხვავებით, „ჰერაკლე“ მაინც ვერ სცდება მელოდრამის საზღვრებს და ვერ აღწევს ზოგადადამიანურ სატკივართან თანაზიარების განცდის მასშტაბს.

მაია გოშაძე


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები