ჰელიმიში ჰასან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰასან ჰელიმიში

ჰელიმიში ჰასან – (1907 – 1976), მხატვარი, პოეტი. დაიბადა სოფელ ორთახოფაში (თურქეთის ლაზეთი). 1932 წელს საცხოვრებლად საქართველოში, ქალაქ ბათუმში გადმოვიდა. 1949-1954 წლებში, როგორც არასანდო, „საეჭვო” პიროვნება, ოჯახთან ერთად გადაასახლეს ციმბირის ქალაქ ვასიუგანში (ტომსკის რაიონი); 1961-1967 წლებში პროფესორ სერგი ჯიქიას მიწვევით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე თურქულს ასწავლიდა; მისი ლექსები სხვადასხვა დროს ლაზური ენის მკვლევართა მიერ (არნოლდ ჩიქობავა, სერგი ჯიქია) სხვა ტექსტებთან ერთად გამოქვეყნდა. შედარებით სრული პუბლიკაცია განხორციელდა გამომცემლობა „ინტელექტის” მიერ პროექტ „100 ლექსის” ფარგლებში (ლაზური პოეზია, შემდგენელი თეა კალანდია, 2007 წ.). ჰასან ჰელიმიშის საუკეთესო ნამუშევრები თავიანთი მხატვრულ-გამომსახველობითი ოსტატობით უახლოვდებიან ნიკო ფიროსმანის ნახატებს. მისი ნამუშევრები დაცულია სარფის სა- შუალო სკოლის საექსპოზიციო დარბაზში, ასევე სხვადასხვა კერძო კოლექციებში.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები