ჰარმონია (მუსიკაში)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჰარმონია - ბერძნ. harmonie – სიმწყობრე, თანაზომიერება, თანახმოვანება. მუსიკალური მეტყველების ერთ-ერთი გამომსახველი საშუალება, რომლის დროსაც ხდება ბგერების კანონზომიერი შეერთება მელოდიურ განვითარებასთან შეფარდებით.
ჰარმონია მჭიდროდაა დაკავშირებული მელოდიასთან (მათი შეთავსების ყველაზე უბრალო მაგალითია სიმღერა აკომპანემენტით), ტონალობასთან, მის იდეურ-ემოციერ შინაარსთან. სასწავლო პრაქტიკაში ჰარმონია იყოფა ორ ნაწილად ე.წ. პირველი ჰარმონია (მოდულაციამდე) და მეორე ჰარმონია (მოდულაცია და მელოდიური ფიგურაცია).