ჰარამი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჰარამი - („ჰარამ“ - „აკრძალული“) მუსლიმთა რელიგიურ ცხოვრებაში ის რაც რჯულისაგან (ალლაჰისაგან) ნებადართული არ არის და, მაშასადამე, აკრძალულია. მაგრამ იმას, თუ რა დოზით და რა სიმკაცრითაა აკრძალული და რა სასჯელი ელოდება ამა თუ იმ ჰარამის ჩამდენს, აზუსტებს და აკანონებს ფიკჰი.