ჰანყვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰანყვა || ჰუნყი (ხუნძახ. ХIанкъва || ХIункъи) – დაღესტნური (ხუნძახური) ფრინველის (ქათმის ან ბატის) ფორმის რიტუალური პური კვერცხის ან ნიგვზის შიგთავსით; აცხობდნენ პირველი ხნულის გავლებისა („ოცბაჲ“) და ურაზა-ბაირამის დღესასწაულებზე. ჰანჴვას, სხვა ფიგურულ პურთან, ე. წ. მოყოყთან (мокъокъ – „კაკაბი“) ერთად, მხოლოდ ქალიშვილებს ჩუქნიდნენ. აღნიშნულ დღეობებზე ვაჟებისთვის, გარდა ჰალვისა, განკუთვნილი იყო კვერცხი და კვერცხიან-ნიგვზიანი ბლითი გორი (гор). ამ ბლითებით ასაჩუქრებდნენ სხვადასხვა სპორტულ თამაშობებში გამარჯვებულებს.

მსგავსი საწესო ფიგურული პურები „დედოფალას“ სახელწოდებით გავრცელებული იყო ჰიდათლელებსა, ანდალალებსა და ბაგვალებშიც.

ზოგიერთი მკვლევარის ვარაუდით, არ არი გამორიცხული ნათესაობა ხუნძახურ „ჰანყვა || ჰუნყი“ და ხინკლის აღმნიშვნელ საერთო დაღესტნურ „ხინკ“ (хинкI; ლაკ. хункI) ტერმინებს შორის.


ლიტერატურა

  • Османов М. О. Хозяйственно-культурные типы (ареалы) народов Дагестана. Махачкала, 1996;
  • Сефербеков Р. И. Праздник первой борозды у даргинцев-цудахарцев с. Куппа. Махачкала, 1998;
  • Сефербеков Р. И., Шигабудинов Д. М. Мифологические персонажи традиционных верований аварцев-хунзахцев. Махачкала, 2006.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები