ჰალ-ერდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჰალ-ერდი (ინგუშ. ХIал-ерды) – აგრარული ბუნების საერთო-ინგუშური ღვთაება. მისი სახელობის საკულტო ნაგებობები განლაგებულია მთიანი ინგუშეთის სხვადასხვა ადგილებში, სადაც ინგუში მამაკაცები (ქალების გარეშე) წელიწადში ორჯერ, ზამთარში და ზაფხულში ხატობებს მართავდნენ (სწირავენ თხას, ცხვარს, ხარს); ხატისმსახური ჰალ-ერდის შემდეგი სახის ლოცვას აღუვლენდა: „ო, დიდო ღმერთო დჲალა! შენი წყალობა არ მოგვშლოდეს, რათა ჩვენი ოჯახები გაძლიერდეს, საქონელი გამრავლდეს. ო, ოქროს ჰალ-ერდი! ნუ მოგვიშლი ნათესაურ კავშირებს, ნუ დაგვასუსტებ და ნუ გაგვაღატაკებ, დაგვიფარე სეტყვისგან, მეხისგან, ქარისგან, წყალს ნუ გაატან ჩვენს ნაშრომს“.
პ. გოლოვინსკის თანახმად, ინგუშები ჰალერდის ბავშვების მფარველობასა და საქონლის გამრავლებას შეთხოვდნენ.
ლიტერატურა
- Шегрен А. М. Религиозные обряды осетин, ингушей и их соплеменников // Кавказ. 1864. № 27-30;
- Головинский П. И. Заметки о Чечне и чеченцах // ССТО. Владикавказ, 1878. Вып. I;
- Архиев Ч. Избранное. Магас-Назрань, 2000;
- Далгат Б. К. Первобытная религия чеченцев и ингушей. М., 2004;
- Шиллинг Е. М. Ингуши и чеченцы // Религиозные верования народов СССР. М.,-Л., 1931;
- Дахкильгов И. А. Мифы и легенды вайнахов. Грозный, 1991;
- Алборов Б. А. Ингушское «Гальерды» и осетинское «Аларды» (К вопросу об осетино-ингушсских культурных взаимоотношениях) // Алборов Б. А. Некоторые вопросы осетинской филологии. Орджоникидзе, 1979.