ჯუღელი ანთიმოზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანთიმოზ ჯუღელი

ჯუღელი ანთიმოზ – (ფსევდონიმი „გადაღმელი“), (1846–1925), პროზაიკოსი, პედაგოგი. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილე.

სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, თბილისის სასულიერო სემინარიაში. პედაგოგობდა სოფ. სუჯუნასა და ქ. სოხუმში, ეწეოდა ფართო საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო მოღვაწეობას. ავტორია 1875-76 წწ. გამოქვეყნებული რამდენიმე საყმაწვილო მოთხრობისა და პატარა თხზულებებისა საქართველოს ბუნებასა და გეოგრაფიაზე. შეადგინა საბავშვო წიგნები: „ბუნების სარკე“ (1875), „სიყვარული“ (1879), დედა-ენის სწავლების სახელმძღვანელო.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები