ჯოჯოობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯოჯოობა / დოდოობა — თბილისური დღესასწაული; იმართებოდა აღდგომის კვირის სამშაბათს ავლაბარში, მტკვრის კლდოვან ნაპირზე. აქ არსებულ ერთ-ერთ პატარა გამოქვაბულში, გადმოცემით, წმ. დოდოს – წმ. დავით გარეჯელის თანამოღვაწეს – უცხოვრია. წმ. დოდოს, როგორც უიღბლოთა მფარველის, გამოქვაბულთან მოდიოდნენ ის ქალები, რომელთა ახლობლები შინ არ იმყოფებოდნენ. კლდოვან ნაპრალებში მრავლად ბინადრობდნენ ხვლიკები (ჯოჯოები – Agama caucasica), რომელთა ქცევით ახლობელთა ბედის გაგება შეიძლებოდა. ქალებს თან წამოღებულ კვნიტ შაქარს ქვებზე მოისროდნენ და, მუხლმოყრილნი, ხვლიკების მოახლოებას ელოდდნენ; ცხოველს თხოვნით მიმართავდნენ და ყურადღებით აკვირდებოდნენ: თუ ხვლიკი ქალს პირდაპირ თვალებში შესცქეროდა, ეს იმის მომასწავებელი იყო, რომ ახლობელი მალე დაბრუნდებოდა.

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, XIX საუკუნეში ხვლიკების კვების რიტუალი არსებითად დღესასწაულის შინაარსის მთავარი მომენტი გახდა. ამ ვითარებამ გამოიხატულება ჰპოვა მის ხალხურ სახელწოდებაში „ჯოჯოობა“, რომელმაც დღეობის თავდაპირველი სახელწოდება ხმარებიდან ამოაგდო. გარკვეულ მიზეზთა გამო, ამ მოსაზრების მართებულობა საეჭვოა.


ლიტერატურა

  • Анчабадзе Ю. Д., Волкова Н. Г. Старый Тбилиси. Город и горожане в XIX в. М., 1990, გვ. 230-231;
  • Б. Заметки тифлисского фельетониста // Кавказ, 1855, № 2;
  • Е. Т.-А. Неделя св. Пасхи у армян и у грузин в Тифлисе // Кавказ, 1883, № 112.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები