ჯორჯიაშვილი არსენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არსენა ჯორჯიაშვილი – (1881-1900), სახალხო გმირი, რევოლუციონერი.

დაიბადა თბილისის მაზრის სოფ. დიდენაგეთში (ბოგვი). 14 წლის ასაკიდან დაიწყო მუშაობა თბილისის რკინიგზის მთავარ სახელოსნოებში. 1895 წლიდან ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1906 წლის 16 იანვარს ყოფილ ბარიატინსკის (ამჟამად ჯორჯიაშვილის ქუჩაზე, ამხანაგებთან ერთად, არსენა თავს დაესხა კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსს გენერალ გრიაზნოვს და ყუმბარით მოკლა. არსენა დააპატიმრეს და თბილისის საგუბერნიო ციხეში ჩამოახრჩეს 1906 წლის 1 მარტს. ხალხმა არსენას შესახებ შექმნა ლექსები და სიმღერები. ზოგი მათგანის დაბეჭდა მოხერხდა კიდეც 1906 წელს. არსენასადმი მიძლვნილ პოპულარულ ლექსში ნათქვამია:


მე ვარ არსენა ჯორჯიაშვილი,
თავისუფლებას შევწირე თავი...


ლიტერატურა

  • რევოლუციური მოძრაობის მოღვაწეები საქართველოში, 1961;
  • ელენე ჯორჯიაშვილი, არსენა ჯორჯიაშვილი, 1967 წ.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები