ჯინჯიხ (სვანთა ერისთავი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჯინჯიხ - სვანთა ერისთავი XI ს-ის პირველი ნახევარში. იხსენიება ლაბეჭინის ღმრთისმშობლის ხატის წარწერაში ვარდან ერისთავთან ერთად: „წმიდაო ღმრთისმშობელო, შეიწყალე ერისთავი ჯინჯიხი“. ორი თანადროული ერისთავის ერთად მოხსენიება ხატის წარწერაში მიუთითებს, რომ ისინი ერთი საგვარეულოს უახლოესი ნათესავები (ძმები ან მამა-შვილი) იქნებოდნენ.
წყაროები და ლიტერატურა
- ახალაშვილი 1987: 15;
- სილოგავა 1988: 181, 182.
- ბახტაძე 2003: 215-216.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში