გარდატენის ჯებირის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ჯებირის ეკლესია-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გარდატენის ჯებირის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მის სამხრეთით 6 კილომეტრში მდებარე სოფელ გარდატენის დასაწყისში, ჯებირაანთ უბანში. თარიღდება გვიანდელ ფეოდალურ ხანით.

აღწერილობა

კლესია დარბაზულია (7,5X5,6), ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით. წყობა ირეგულარულია. ნაგებობა ძლიერ დაზიანებულია: ჩანგრეულია კამარა, კონქი და აღმოსავლეთის კედლის დიდი ნაწილი, სანახევროდ ჩანგრეულია ჩრდილოეთის კედელიც. გარედან არქიტრავით გადახურული სწორკუთხა შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიული აფსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია მცირე შვერილი მხრებით. აფსიდის ღერძზე სარკმელია (შემორჩენილია მხოლოდ ქვედა ნაწილი). აფსიდის ჩრდილოეთით და სამხრეთით კედლებში ნახევარწრიული, ღრმა ნიშებია. დარბაზის გრძივი კედლების შუა ნაწილში, კამარის ქუსლთან, თაროა, რომელიც ორივე მხრიდან ბრტყელი ქვითაა გადახურული. სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში, ქვევით, მცირე სწორკუთხა ნიშია. სამხრეთ ფასადზე შემორჩენილია ბრტყელი ლავგარდანი. ამ მხარეს ეკლესიას მინაშენი ჰქონია.

ბიბლიოგრაფია

  • გარდატენი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.5.-თბ.,1990.-52-55. სოფ. გარდატენის სხვადასხვა ეპოქაში აგებული მატერიალური ძეგლების (დანახვისის წმ. გიორგის, ღვთისმშობლის, ვერეს ღვთისმშობლის, მწვანე საყდრის, ორსაყდრის ღვთისმშობლის,დიდი გარდატენის ღვთისმშობლის, წმ. ნინოს სახელობის, ჯებირის ეკლესიების, ვერესა და წედისის ციხეების ხუროთმოძღვრული აღწერილობა. მოცემულია ძეგლების ფოტოები და გეგმები.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები