დიდი ჯაჯის ტბა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ჯაჯის ტბა-დან)
დიდი ჯაჯის ტბა, (ჯაჯის ტბა) – ტბა საქართველოში, აჭარა-იმერეთის ქედის თხემზე, ადიგენის მუნიციპალიტეტში, მწვერვალ მეფისწყაროს სამხრეთით, ზღვის დონიდან 2655 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობია 0.01 კმ², მაქსიმალური სიღრმე – 5 მ, აუზის ფართობი – 0.89 კმ². წყალი მტკნარი, სუფთა და გამჭვირვალეა. გაუდინარია. საბჭოთა ტოპოგრაფიულ რუკაზე დატანილია ორი სახელითაა (Джалигёль, Джаджис-тба) ასახული.