ჯაჭვაძე იზა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იზა ჯაჭვაძე

ჯაჭვაძე იზა – (1945–2021), ქართველი პოეტი და ჟურნალისტი. გაზეთ „კავკასიის“ დამფუძნებელი, გამომცემელი და მთავარი რედაქტორი. გამოცემული აქვს კრებულები: „გვედრებ“, „ნისლივით მთასა ვკიდივარ“, „მიყვარხარ, მთაო ტიალო“, „ცრემლის ყელსაბამი“, „სახლობანას თამაში“, „მთაში დაისის შემოდის ფერი“.


დედა!
ბილიკები, ბილიკები დაკიდული,
ძეძვიანი, ღელეები, ტყე და –
საღამოჟამს თბილ ბუხართან მიყუჟული
მოწყენილი, სევდიანი დედა.
ვერ გავექეც იმ შორეულ მოგონებებს,
ვცადე, მაგრამ ვერ გავექეც ვერსად,
ცხადი იყო თუ სიზმარი – ჩამესმოდა
ზვარლის მოლზე ღამეული კვნესა.
მელანდება ის ზამთარი, ის ზღაპარი,
ხუთკუნჭულას შეჭიდება დევთან,
მენატრება – შოთი პურის სასესხებლად
მეზობლისას რომ მგზავნიდი, დედა!


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები