ჯაში მარიამ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მარიამ ჯაში – დაიბადა 1976 წლის 17 ივნისს ქ. თბილისში. — ექიმი, პოლიტიკოსი.
განათლება – უმაღლესი სამედიცინო სკოლა „აიეტი“, მიღებული აქვს ზოგადი პრაქტიკის ექიმის კვალიფიკაცია (1993-1998); ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის ხარისხი (2003-2005); ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელობის სამთავრობო სკოლის საერთაშორისო პროგრამის - ედუარდ მეისონის კურსი (2010). ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი სახელმწიფო ადმინისტრირების საკითხებში 2011.1
სამუშაო გამოცდილება
- საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა სააგენტოს თანამშრომელი (1997-1999)
- საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მსოფლიო ბანკის ჯანდაცვის პროგრამების განმახორციელებელი ბიურო, კონსულტანტის ასისტენტი (1998)
- გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს წარმომადგენლობის პროგრამების დაგეგმარების ხელმძღვანელი (1999-2000)
- გაეროს შიდსის პროგრამის (UNAIDS) საქართველოს წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი (2000-2006)
- გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელი და საქართველოს ოფისის პროგრამების კოორდინატორის მოვალეობის შემსრულებელი (2000-2007)
- პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე UNICEF წარმომადგენლობის იმუნიზაციის პროგრამის ხელმძღვანელი (საგანგებო მისია დასავლეთ სანაპიროსა და ღაზის სექტორში) (2003)
- გაეროს ბავშვთა ფონდის იმუნიზაციის პროგრამის ხელმძღვანელი (2003)
- აივ/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის პროგრამების ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს ტექნიკური მრჩეველი (2004-2006)
- გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ნიუ-იორკის სათაო ოფისის ჯანდაცვის სექტორის აივ თანამშრომლობითი პროგრამების ხელმძღვანელი (2007-2011)
- საქართველო-აშშ ჯანდაცვის პირველი კონფერენციის „მედეა 2011“ კონცეფციის თანა-ავტორი და საკოორდინაციო საბჭოს თანათავმჯდომარე (2010-2011)
- დამოუკიდებელი ექსპერტი და მკვლევარი მდგრადი განვითარების საკითხებში (2011-2016)
- PricewaterhouseCoopers და კურაციო, დამოუკიდებელი ექსპერტი (2011-2012)
- მსოფლიო ბანკი (The World Bank), დამოუკიდებელი ექსპერტი (2011)
- იმუნიზაციისა და ვაქცინაციის გლობალური ალიანსის (The GAVI Alliance) დამოუკიდებელ ექსპერტთა კომიტეტის წევრი (Independent Review Committe) (2012)
- გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), დამოუკიდებელი ექსპერტი (2012)
- გაეროს შიდსის პროგრამა (UNAIDS), დამოუკიდებელი ექსპერტი (2012)
- West-East AIDS Foundation, დამოუკიდებელი ექსპერტი (2012)
- შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდი (The Global Found), დამოუკიდებელი ექსპერტი (2012)
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე (2012-2014)
- ააიპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი (2014-2016)
- გაეროს მუდმივი წარმომადგენლის ოფისის კონსულტანტი (კვლევითი პროექტი) UNDP, გაეროს ქალთა ორგანიზაციის კონსულტანტი (კვლევითი პროექტი) UNWOMEN (2015)
პარლამენტის წევრი
- მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი 2016 წლიდან: მაჟორიტარი, თბილისის №12 საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ - თავმჯდომარე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი.
საპატიო წოდება
- საქართველოს პარლამენტთან არსებული ნუტრიციოლოგიის ეროვნული ალიანსის საპატიო წევრობის სერთიფიკატი და ოქროს მედალი ალიანსის საქმიანობაში შეტანილი წვლილისათვის (01.01.2007)
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (World Health Organization) ევროპის რეგიონალური ბიუროს სერთიფიკატი და მედალი ევროპის რეგიონში პოლიომიელიტის აღმოფხვრის საქმეში შეტანილი წვლილისათვის (01.01.2002)