ჯანჯღავა ამირან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჯანჯღავა ამირან − (1988), პოეტი. დაიბადა ზუგდიდში. 2006 წელს წარჩინებით დაამთავრა რუსთავის მე-15 საჯარო სკოლა, იმავე წელს მიიღო რუსთავის მერის სტიპენდია. 2015 წელს დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი/სამართალმცოდნეობა (ბაკალავრის ხარისხი), 2017 წელს კი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი − გამოყენებითი უცხო ენები და საერთაშორისო მოლაპარაკებები/ეკონომიკა. ძირითადი ენა ესპანური. (მაგისტრის ხარისხი). 2017 წელს აირჩიეს რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატად, არის სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე.
- * * *
- საქართველოში ორ ცას უვლიან,
- ერთი ცა მხოლოდ ვარსკვლავებს ჭედავს,
- მეორე ცა კი, უცნაურია, −
- აკვანში, მზესთან მჯდომარე დედა.
- სულს უსხეულოდ სად არ უვლია,
- ვერ შეელია მშობლიურ ამბორს,
- თვითონ სამშობლოც სასწაულია,
- ერთი სიტყვა რომ სამ მშობელს ამბობს.
- ზოგჯერ კი რაღაც მაშინებს ისე,
- თავხედი ფიქრი ამდენს რომ ბედავს,
- რატომ ხვდა წილად მარიამს ქრისტე?!
- თვითონ ღმერთს სურდა, ჰყოლოდა დედა!