ხრახნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხრახნი – ცილინდრული ფორმის დეტალი (იშვიათად კონუსური), რომელსაც აქვს კუთხვილიანი ზედაპირი ან ხრახნული ფრთები. არჩევენ ორი სახის ხრახნს:
1. ხრახნი, რომელიც ურთიერთქმედებს ხრახნულ მეორე დეტალის ხვრეტთან;
2. ხრახნი, რომელიც ურთიერთქმედებს უშუალოდ გარე ან სამუშაო გარემოსთან.

პირველს მიეკუთვნება ხრახნული მექანიზმებისა და გადაცემების სავალი და ძალური ხრახნი, ხელსაწყოების მიკრომეტრული ხრახნი, სამაგრი (შეერთებების), დასაყენებელი და სხვა სახის ხრახნი; მეორე ჯგუფს კი ხრახნი, რომელიც გამოიყენება წევის ძალის მისაღებად, აგრეთვე ბლანტი, ფხვიერი და ნაჭროვანი მასალების ასარევად და გადასაადგილებლად (თვითმფრინავებში, გემებზე, ვენტილატორებში, ტუმბოებში, ხრახნულ კონვეიერებში და სხვ.).


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები