ხოხბისმკერდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Khkhbismkerda.PNG

ხოხბისმკერდა (ლათ. Tricholoma aurantium (Fr.) Rick რუს. Рядовка оранжевая)

ქუდი – 5-10 სმ დიამეტრისაა, მოწითალო-ნარინჯისფერი, ბრტყლად ამოზნექილი, განიერი ბორცვაკით. ზედაპირი დაფარულია მუქი, მეჩხრად განწყობილი ქერცლებით. ფირფიტები ზოგჯერ მოწითალო-ყავისფერი ლაქებითაა.

ფეხი – 5-8 სმ სიგრძისა და 1-2 სმ სისქისაა, თანაბარი, მთლიანად ნარინჯისფერია ან დაფარული, თითქმის კონცენტრულად განწყობილი ბოჭკოვანი ქერცლებით.

რბილობი – თეთრია, ფქვილის სუნი ახასიათებს.

სპორები – კვერცხისებრია, უფერულია, 4-6X3-4 მკმ.

იზრდება ნიადაგზე ტყის პირებში შემოდგომით.

საჭმელად გამოიყენება ახალი.

წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები