ხორციანი კარტოფილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხორციანი კარტოფილი − კარტოფილის სოუზი ხორცით. ხორცს წვრილად დაჭრიდნენ, ხახვთან ერთად ერბოში შეურევდნენ, თუ ხორცი მჭლე იყო, თუ არადა მსუქან ხორცს თავისსავე ქონში მოხრაკავდნენ, ცოტა ხნის შემდეგ პრასა-მაკიდოს ჩააჭრიდნენ. როცა ყველაფერი შემზადდებოდა, კარტოფილს რგოლისებურად დაჭრიდნენ, ჭურჭელში ჩაყრიდნენ, საჭირო რაოდენობის წყალსაც დაუმატებდნენ და წამოადუღებდნენ. ამის შემდეგ პომიდორს დაამატებდნენ, მცირედ წამოადუღებდნენ და მარილში დანაყილ ნიორსა და პილპილს ჩაურთავდნენ.
ლიტერატურა
აბაშიძე, კომახიძე, 1998:142.