ხომალდში ჩავჯექ ზღვას გაველ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ხომალდში ჩავჯექ, ზღვას გაველ“ – ხალხური ლირიკული ლექსი, რომელიც შთამბეჭდავი პოეტური ფერებით გვიხატავს დედის სახეს და მაღალმხატვრულ ძეგლად გვევლინება. ღრმა ლერიზმით, ექსტაზით, მოვლენათა კონკრეტული ხილვით ხასიათდება ლექსის შესავალი სტრიქონები:


ხომალდში ჩავჯექ, ზღვას გაველ, ფრანგის ქვეყნები ვნახეო,
სულ დავიარე ხმელეთი, ვერ ვნახე შენი სახეო;
ანთებულ სანთელს გამსგავსე, დილის ცისკარზე გნახეო,
ხელში გეჭირა ყმაწვილი, ფარსაგ ვერ დაგინახეო.


ლექსის პირველი პუბლიკაციები გასული საუკუნის მიწურელს განეკუთვნება. ყველაზე სრული ვარიანტი გამოაქვეყნა ია კარგარეთელმა გაზეთ „ამირანის“ 1908 წლის №-159-ში. იგი ფიქსირებულია სოფელ ერთაწმინდაში სოფიო სალხინამვილის თქმით. ლექსს აღფრთოვანებით გამოეხმაურა ა. წერეთელი და რაფაელის სახელგანთქმულ შედევრს – მშვენიერ მადონას სურათს შეადარა.

გ. შეთეკაური



ლიტერატურა

  • ა. წერეთელი, თხზ., ტ. VI, თბ. 1957, გვ. 502;
  • ხალხური სიბრძნე, ტ. IV, თბ., 1965, გვ. 321,

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები