ხნაპიკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხნაპჷკ-ი (აფხ. Хнапык) – სამი ხელი; ასე უწოდებენ აფხაზები სამჭედლო იარაღებს – გრდემლს, კვერსა და მარწუხს.

ხალხური რწმენით, ხნაპიკი სამჭედლო საქმის მფარველი ღვთაების („შაშვი“) მიერ შექმნილი იარაღებია („აჟია“) და წმინდა, „ნაწილიან“ საგნებად ითვლება. „აჟირა-ნიხაში“ (სამჭედლო სამლოცველოში) გამართულ რიტუალებში გრდემლი საკურთხევლის ფუნქციას ასრულებს (ხშირად გრდემლი, კვერი და მარწუხი ძალზე მცირე ზომისაა და მხოლოდ საკულტო დანიშნულება აქვს). აჟირა-ნიხაში შესრულებული სხვადასხვა წეს-ჩვეულებების (ღვთაების სახელზე ლოცვის, დაფიცების, გადაცემის, „დაჭერილ-დამიზეზებულის განთავისუფლების“) დროს გრდემლზე კვერის დაკვრა ღვთაება შაშვის ყურადღების მისაქცევი, მისი რისხვის გამომხატველი ან ფიცისა თუ წყევლის განმტკიცების, გაძლიერების ნიშანი იყო.

აფხაზს აღნიშნული საგნების მიმართ განსაკუთრებული შიში ჰქონდა და მათ პატივით ეპყრობოდა.


ლიტერატურა

  • Е.Шиллинг. Абхазы // Религиозные верования народов СССР. Т. II, М.-Л., 1931;
  • И.А. Аджинджал. Из этнографии Абхазии. Сух., 1969;
  • ნ. რეხვიაშვილი. რკინის სამეურნეო იარაღები აფხაზეთიდან // საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის „მოამბე“. ტ. XIX-ა-XX-ბ;
  • მისივე, ქართული ხალხური მეტალურგია. რკინა-მჭედლობა (ეთნოგრაფიული ნარკვევი). თბ., 1964.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები