ხმის დაყენება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხმის დაყენება – ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წახნაგი მსახიობის აღზრდის საერთო მეთოდოლოგიაში; საშუალებების ერთობლიობა, რომელთა შემწეობით მიიღება ხმის წარმომშობი ორგანოების მოქმედების მაქსიმალური ეფექტი. ამ საშუალებებში გათვალისწინებულია მათი სწორი ფუნქციონირების ორგანიზება ანატომიის, ფიზიოლოგიის, აკუსტიკის და ა.შ. მეცნიერულ-ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით. ხმის დაყენების მიზანია მიღწეულ იქნეს ხმისწარმოქმნის ბუნებრიობა და თავისუფლება, ხმის დიაპაზონის მაქსიმალური გაფართოება, ასევე მისი ძალის, გამომსახველობის, ფერადოვნების გაზრდა. ხმის დაყენების მიმართულებაზე ზეგავლენას ახდენს ამა თუ იმ პერიოდის ზოგადი ესთეტიკური შეხედულებები.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები