ხერხეულიძე ბარბარე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დაუცხრომელი –(1874 – 1948), ბარბარე ვლადიმერის ასული ხერხეულიძე. ქართველი პოეტი, ცხოვრობდა სოფელ საციხურში (ახლა ქარელის მუნიციპალიტეტი), იყო რევოლუციური ბრძოლის მონაწილე. ლექსების წერა დაუწყია 1880 წლიდან; 1914 წელს გამოცემულ ლექსებში მას ცალკე აქვს გამოყოფილი 1885-1901 წლებში დაწერილი ლექსები, ცალკეა 1902-1914 წლებში დაწერილი. 1910 წელს გამოაქვეყნა ოთხმოქმედებიანი დრამა „ცხოვრების გუბე” და „პირველი სხივი”.


პატარა სურათი
ჩვენის ცხოვრებიდამ
მარად ტყვეობა, მარად ბორკილი
ხვედრია ტანჯულ კაცობრიობის;
არავინ არის სრულ კმაყოფილი,
დიდი, პატარა ტვირთ ქვეშა იბრძვის.
სულით ობოლი, გონებით უნდო,
გულით მშფოთარე, გამწარებული,
უფრთხის ყოველ კაცს ადამიანი,
ვითა ნადირი დაშინებული.
ბედნიერება! თავისუფლება!
ყველა ნატრულობს, ყველა იძახის,
მაგრამ სად არის ხსნა და იმედი,
ბევრი ვერა სცნობს და მიტომ ტირის.
ზოგი კი ხედავს და უეჭვოდ სწამს,
რომ ყველასა აქვს თვის დასასრული,
და რომ მოისპოს უსამართლობა
იბრძვის და იბრძვის თავგანწირული.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები