ხელშეკრულება ლათინურ ამერიკაში ბირთვული იარაღის აკრძალვის შესახებ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხელშეკრულება ლათინურ ამერიკაში ბირთვული იარაღის აკრძალვის შესახებ – ღიაა ხელმოსაწერად 14.II-დან მეხიკოში, მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში (ტლატელოლკოს რ-ნი), ხელშეკრულება გათვალისწინებულია ლათინური ამერიკის სახელმწიფოების მიერ ხელმოსაწერად და მისი ძირითადი მიზანია ბირთვული იარაღის ნებისმიერი ფორმით აკრძალვა მთელი ლათინური ამერიკის მასშტაბით ან, უკიდურეს შემთხვევაში, ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოთა ტერიტორიაზე.

ხელშეკრულება ძალაში შევიდა 25.IV.1969. ამჟამად მისი მონაწილეა 20-ზე მეტი სახელმწიფო. ოქმი I შეიცავს ლათინური ამერიკის ტერიტორიებზე საერთაშორისო პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფოთა ვალდებულებებს, გაავრცელონ ამ ტერიტორიებზე უბირთვო სტატუსი (ოქმს ხელი მოაწერეს დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა, ნიდერლანდმა და საფრანგეთმა). ოქმი II ითვალისწინებს ბირთვული იარაღის მფლობელი სახელმწიფოების ვალდებულებას, პატივი სცენ უბირთვო ზონის სტატუსს ლათინურ ამერიკაში ხელშეკრულების მონაწილეთა მიმართ (ხელი მოაწერა ყველა ბირთვულმა სახელმწიფომ).

ხელშეკრულების თანახმად შეიქმნა ლათინურ ამერიკაში ბირთვული იარაღის აკრძალვის სააგენტო. სააგენტოს ძირითადი ორგანოებია – გენერალური კონფერენცია, საბჭო, სამდივნო, შტაბ-ბინა მეხიკოშია. ხელშეკრულება წარმოადგენს საერთაშორისო-სამართლებრივ პრაქტიკაში უბირთვო ზონის სტატუსის დამკვიდრების პირველ მცდელობას.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები