ხელმწიფის კარის გარიგება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
„ხელმწიფის კარის გარიგება" − (XIV ს.) ქართული სახელმწიფო სამართლის საკანონმდებლო ძეგლი, რომელშიც განსაზღვრულია სამეფო დარბაზობის წესი, სახელმწიფოს უმაღლეს ხელისუფალთა უფლებამოსილება, ფუნქციები და ქცევა. ძეგლის მიმკვლელი და პირველი გამომცემელი ე. თაყაიშვილი მას გიორგი ბრწყინვალის მეფობის ხანით ათარიღებს. საფიქრებელია, რომ ამ ძეგლში აისახა სახელმწიფოებრივი სამართლის გაცილებით უფრო ადრე გამომუშავებული და მოქმედი ნორმები.
ტექსტი და ლიტერატურა
- ხელმწიფის კარის გარიგება, 1920;
- ი. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, V. 1953.